LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ხალხმა უნდა აირჩიოს – NDI

20180929205723

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით უნდა მოხდეს.

2018 წლის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, გამოკითხულთა 85% აცხადებს, რომ პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პირდაპირი არჩევნების წესით, ხალხის მიერ. 11% კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა, მაგალითად, საკრებულოს წევრებმა, პარლამენტარებმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრე იყო გამოკითხულთა 84%, ხოლო 9% მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები