LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 48% რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ემხრობა, 46% კი წინააღმდეგია – IRI

123
ფ (18)

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48% რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას ემხრობა, 46% კი წინააღმდეგია. 6%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.

როგორც შედეგები აჩვენებს, გამოკითხულთა 66% საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას არ ემხრობა. აქედან 37% ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველო უნდა დატოვონ, სანამ ქვეყანას ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაუბრუნებენ. გასული წლის სექტემბერთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას ეწინააღმდეგებიან.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევა ჩატარებულია საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

 

IRI: მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

თბილისის მოსახლეობის 57% ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით უკმაყოფილოა – IRI-ის კვლევა