LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოკითხულთა 28% საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას სრულებით საკმარისად, 26% სრულებით არასაკმარისად მიიჩნევს – IRI

119
ukrainasaqar

გამოკითხულთა 83% რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პასუხად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ფლობს –  ასეთია “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგები.

ამ 83%-დან 28% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა სრულებით საკმარისია, 26% კი, მას სრულებით არასაკმარისად აფასებს. 25%-ის აზრით, მთავრობის მიერ გამოხატული მხარდაჭერა მეტ-ნაკლებად საკმარისია, 18% კი მას მეტნაკლებად არასაკმარისად მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო

ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები