LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოკითხავენ და გამოუშვებენ” – დმანისში ჯერ არავინ დაუკავებიათ

67
BeFunky-collage (3)

“ამ წამს დაკავებული არავინ არ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული” – ამის შესახებ დმანისის მუნიცპალიტეტის დატოვების შემდეგ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა.

მისივე თქმით, პოლიცია იძიებს ჟურნალისტების დაზიანების ფაქტებსაც.

გომელაურის განცხადებით, ღამით საპოლიციო ძალები დმანისში დარჩებიან. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეების შერიგების შემდეგ ინციდენტები აღარ განმეორდება.

ამ წამს დაკავებული არც ერთი ადამაინია არაა. აქ გამოკითხვზე იმყოფებიან ადამიანები, გამოკითხავენ და გამოუშვებენ. რამდენი ადამიანი იქნება დაკავებული ჯერ არაფერი ვიცი… დღევანდელიც იქნება, გუშინდელიც იქნება და გამოვიძიებთ მაგას… 5-6 ლოკაციაზე იყვნენ დღეს განაწილებული პოლიციელები და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც დაიძაბა და მოხდა შეხლა-შემოხლა… გამოძიებაა დაწყებული და გამოვიძიებთ. ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე და იმედია აღარ გაგრძელდება. საპოლიციო ძალებს ვტოვებთ… დამატებითი ძალები დარჩებიან და იქნება კონტროლი. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ამოიწუროს კონფლიქტი, – ამბობს გომელაური.

მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმე დაშავებული არავინაა – გომელაური

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები