LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოხატვის თავისუფლება გასცდა კანონის ფარგლებს: შსს-მ განცხადება გაავრცელა და მომიტინგეებს ბლოკირების შეწყვეტისკენ მოუწოდა

108
76693224-558557684940022-8085445066237149184-n

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აქციის მონაწილეებს გაფრთხიებას აძლევს. უწყების განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.

„ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს.“

სამართალდამცავი ორგანო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ასევე, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა. განცხადების მიხედვით, პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა.

დაკავებული არავინ არ არის, აქციაზე 5500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ვინც ამ დრომდე იმყოფებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

უწყება აფრთხილებს მომიტინგეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები