LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოხატვა არის თავისუფლება. არავის დედამიწაზე უფლება არ აქვს შეეხოს ამ უფლებას, როცა ადამიანი მის განხორციელებას აპირებს: ანა აბაშიძე „თბილისი პრაიდზე“

46
ანა აბაშიძე - უფლებადამცველი

უფლებადამცველი ანა აბაშიძე „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „გამოხატვა არის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის დედამიწაზე უფლება არ აქვს შეეხოს ამ უფლებას, როცა ადამიანი მის განხორციელებას აპირებს“.

მისივე თქმით, „საქართველოში ტრადიციად იქცა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, გემოვნების მიხედვით, ადამიანების უფლებების შეზღუდვა, რასაც მთელი პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო უწყობდა ხელს, მაშინ როდესაც მისი პირდაპირი მოვალეობა მსგავსი ჩარევების აღკვეთა იყო“.

თუ ჩვენ გვინდა თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა თავისუფალ გარემოში ცხოვრება, იმიტომ, რომ ბედნიერება სხვანაირად არ მიიღწევა, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ, რომ განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები. „პრაიდი“ არის ერთ-ერთი მაგალითი. გაგახსენებთ, არც გენდერული თანასწორობა მოსწონთ, არც ქალთა უფლებები. პიროვნულად ვიღაც არ მოსწონთ და მისი გამოსვლა უნდათ რომ აღკვეთონ, ეს არის ტირანიისკენ მიმავალი საშიშროება. ამიტომ მარტო ლგბტ თემის ინტერესი კი არაა მათი იდენტობა გამოხატონ და იამაყონ, მთელი საქართველოს ინტერესია დღეს „პრაიდს“ დაუჭირონ მხარი იმისთვის, რომ, პირობითად, ხვალ თავის მეზობელთან რომ ექნება რაღაც გასაპროტესტებელი და გამოვა ბანერით, რომელიმე პიროვნებამ ვის გემოვნებაშიც არ ჩაჯდება, არ აღკვეთოს ეს გამოხატვა. აქედან გამომდინარე, ვიწრო ინტერესი არაა აქ, ეს არის საზოგადოების ინტერესი მივცეთ ადამიანებს უფლება გამოხატონ რაც სურთ, რომელიც არასდროს მოდის წინააღმდეგობაში კანონმდებლობასთან, განსაკუთრებით როცა „პრაიდზეა“ საუბარი“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები