LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიკვეთა ხარვეზები, სპორტი უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი: შოთა ხაბარელი

89
ხაბ

„დაისვა საკითხი კულტურასთან დაკავშირებით. ჩვენთვისაც, სპორტსმენებისთვის და სპორტის მესვეურებისთვისაც, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის გამოყოფა.” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა მიმდინარეობს, სადაც განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

მოხსენების შემდეგ მინისტრობის კანდიდატს დეპუტატები კითხვებს უსვამენ.

განათლების უწყვეტობის და ხარისხის უზრუნველყოფა მოხერხდა: ჩხენკელი დისტანციური სწავლების პროცესზე

ხაბარელის განცხადებით, სპორტის სფეროში გამოწვევებია, არის ბევრი შეუსაბამობა და სასურველია, სპორტი იყოს გამოყოფილი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, ცალკე რომ იყოს სპორტი. მაშინ დავუჭირეთ მხარი შეერთებას, მაგრამ გამოიკვეთა ხარვეზები და სპორტის განვითარებისთვის, ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ცალკე ერთეულად გამოყოფილი. იქნება სამინისტროს ქვეშ, იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი თუ სხვა, ამაზე მსჯელობაა საჭირო.” – განაცხადა შოთა ხაბარელმა.