LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოიკითხება თუ არა გომელაური გოგაშვილის საქმეზე – რას ამბობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

80
სოსო და ვახტანგ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გოგაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

კითხვაზე, სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით იგეგმება თუ არა ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა, კაციტაძე პასუხობს, რომ თუ დადგება ვინმეს გამოკითხვის საჭიროება, ამის პრობლემა არ დადგება.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 30-ზე მეტი სამართალდამცავია გამოკითხული, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან.

„გამოძიებას აქვს გეგმა, მივყვებით ამ გეგმის შესრულებას, ეს გეგმა მოიცავს როგორც პირთა გამოკითხვას, ასევე ექსპერტიზების დანიშვნას და მისი პასუხების მიღებას. ხდება ამ გეგმის შესრულება.

თუკი რომელიმე პირის გამოკითხვის საჭიროება დადგება, აუცილებლად გამოიკითხება,“- განაცხადა კაციტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები