LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოგიყენეთ, რომ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები“ – დაუშვილსა და წითლიძეს შორის დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზარდა

180
წითლიძე და დაუშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ, ანა წითლიძესა და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, მიხეილ დაუშვილს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც მიხეილ დაუშვილმა „ფორმულას“ ეთერში წითლიძესთან დებატებისას თქვა, მისმა პარტიამ ენმ „გამოიყენა“.

მიხეილ დაუშვილი: „ნაცები“ და „ქოცები“ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმპიჩმენტთან დაკავშირებით.. გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!

„ანა მეუბნება, რომ ჩვენ კოალიცია გვაქვსო. შეიძლება, მაგათ ჩვენთან აქვთ კოალიცია, ჩვენ მაგათთან არ გვაქვს“, – აღნიშნა დაუშვილმა, რაზეც წითლიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

„ბატონოო! ძალიან არასერიოზული ხალხი ხართ. მგონი, დასცინი საქართველოს მოქალაქეებს. აი, ერთი საკრებულო ავიღოთ – ზუგდიდის საკრებულოში ავირჩიეთ გახარიას ტიპი, ბატონი ფარულავა თავმჯდომარედ. 2 მოადგილე ჰყავს – ყოფილი ნაცები, 4 კომისია არის ჩვენი – ქოცები არიან „აფსაიდში“, – უპასუხა წითლიძემ დაუშვილს, რის შემდეგაც დიალოგი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პაატა მანჯგალაძე: „მე „ნაცი“ არ ვარ“, ასეთ კამპანიას აწარმოებენ, გავიგეთ, კაცო, ვინ ხარ, ახლა მითხარი, რას გააკეთებ ხალხისთვის?“

მიხეილ დაუშვილი: დიდი ბოდიში, მაგრამ გამოგიყენეთ იმისათვის, რომ კონკრეტულ საკრებულოებში ჩვენი წევრები ყოფილიყვნენ თავმჯდომარეები. ბოდიში, რომ პირდაპირ ეთერში ამას გეუბნებით, მაპატიეთ.

ანა წითლიძე: ხო, ანუ ნაძირალები რომ ხართ, დიდი ხანია, ვიცით.

 

კამათი მიხეილ დაუშვილსა და ანა წითლიძეს შორის

„გამოგიყენეთ“; „მატყუარა ხარ“ — კამათი მიხეილ დაუშვილსა და ანა წითლიძეს შორის

Posted by Formula • ფორმულა on Tuesday, 16 January 2024

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები