“გამოძიების ინტერესები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,” – ამის შესახებ ფონდ “იავნანას” საქმის პროკურორმა, მაია ჯვარშეიშვილმა, განაცხადა.
მისი თქმით, “ნაწილ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები”.
“რამდენიმე ნაწილს დამაჯერებლობა აკლდა. მაგალითად, პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, ასევე ფონდის თანხებით არის ანაზღაურებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაც, ჩვენი აზრით, ამ საკითხზე ამომწურავი პასუხები არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, დაკითხვამ ჩაიარა კორექტულად, საქმიან ვითარებაში. პარტიისთვის თანხების გადაცემის საკითხზე საუბარი არ ყოფილა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაისვა ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, რაც უკავშირდება პაატას ფონდში საქმიანობის 2006 -2016 წლის ჩათვლით პერიოდს. ფონდის შემოწირულობებს, საქმიანობას, შემოწირულობების მიზნობრიობას, ასევე, ფონდის მხრიდან ქონებრივ გადაწყვეტილებებს. ამ კითხვებზე პასუხები არადამაჯერებელია,“ – განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა პაატა ბურჭულაძის განმეორებითი დაკითხვა საჭირო, პროკურორმა უპასუხა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დადგეს მოსწმის ისევ დაკითხვის აუცილებლოაბა.