LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიების ეტაპზე გრიგალაშვილმა აღიარა ნაცვლიშვილის მკვლელობა, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია – გამომძიებელი

81

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ლაშა ტუხაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე, დაკითხვისას, ლადო გრიგალაშვილმა აღიარა, რომ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი.  გამომძიებლის ინფორმაციით, დაკითხვისას ლადო გრიგალაშვილზე არანაირი ტიპის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ჩვენების მიცემის შემდეგ თავად გრიგალაშვილმა მოაწერა დაკითხვის ოქმს ხელი.

„მე დავკითხე ამჟამად უკვე ბრალდებული ლადო გროგალაშვილი და მან დაკითხვისას დაადასტურა, რომ უშუალოდ მან მოკლა ანა ნაცვლიშვილი. ასევე მოყვა, თუ როგორ მოიცილა დანაშაულის იარაღი, სისხლიანი დანა,” – აღნიშნა გამომძიებელმა.

შეგახსენებთ, რომ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები