LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიებას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ – გიორგი ქობულია

93

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი განყოფილებები და დეპარტამენტები პროკურატურას ყველა გამოთხოვილ ინფორმაციას აწვდიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეს შესაბამისი უწყებები იხილავენ და ეს მისი კომპეტენცია არ არის.

„არის სათანადო უწყებები, რომლებიც ამ გამოძიებას თუ საქმეს იხილავენ. ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ჩვენი მხრიდან ყველაფერს 100 პროცენტით ვუწყობთ და შევუწყობთ ხელს. სათანადო განყოფილებები, მიმართულებები და დეპარტამენტები აწვდიან ინფორმაციას, რომელიც გამოთხოვილი იქნება“, – განაცხადა გიორგი  ქობულიამ.

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.  როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, რომ უწყება მზად არის, პროკურატურასთან ითანამშრომლოს და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს,  სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილია საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უწყება პროკურატურას მიმართვის საფუძველზე დოკუმენტაციას გადასცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები