LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოძიება დაიწყო: შსს შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

539
BeFunky-collage - 2020-08-24T103110.676

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუშინ შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. შსს-ს  განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი – თემურ მღებრიშვილი.

შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/434548667453516/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები