LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოდის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი და გეოპოლიტიკურ ლექციებს გვიკითხავს” – შალვა ნათელაშვილი

756
BeFunky-collage - 2023-04-11T212939.319

გამოდის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი, საქმეს გვირჩევს და გეოპოლიტიკურ ლექციებს გვიკითხავს, – აღნიშნულის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, გვყავს ისეთი მღვდლებიც, რომლებიც მართლა ბევრს მუშაობენ და სანთელს მრევლს უფასოდ ურიგებენ.

„ქართველ ხალხს სჭირდება ქრისტიანობა სულისათვის, რუსეთს სჭირდება იმპერიისთვის. არსებითი განსხვავებაა იმ ასპექტში, თუ ვინ რატომ აირჩია ეს რელიგია და ამას ჩვენ არ უნდა ვუხსნიდეთ უმაღლეს სამღვდელოებას.

მე, რა თქმა უნდა, არ ვეხები იმ მღვდლებს, რომლებიც მართლა ბევრს მუშაობენ, დადიან სოფელ-სოფელ, სანთელს ქმნიან თვითონ და მრევლს უფასოდ ურიგებენ, გვყავს ეგეთი მღვდლები, მაგრამ რომ გამოდის ის წვერგაბურძგნილი იაკობი, მხედრიონელი, სუფთა კრიმინალი, საქმეს გვირჩევს და გეოპოლიტიკურ ლექციებს გვიკითხავს. სირცხვილია ეს ყველაფერი”, – აცხადებს ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები