მოძრაობა “სირცხვილია” ონლაინ აქციას მართავს. მოქალაქეები აპროტესტებენ პრივილეგიებს, რომლებიც ხელისუფლებამ საპატრიარქოს მისცა.
„პანდემიის ფონზე, საქართველოში კრიზისის მთავარი გამომწვევი არის ეკლესია, პასუხისმგებელი მაინც არის მთავრობა, სახელმწიფო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა იყოს თანასწორი კანონის წინაშე“,- განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა.
„დღეს ჩვენ არ გვაქვს უფლება, პროტესტი საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენ არც არასდროს გვითხოვია უფლება თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ, დღეს 19:00 საათზე ონლაინ აქციის სახით გავაპროტესტებთ ყველაფერს, რაც სირცხვილია“, – ამ სიტყვებით დააანონსა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აქცია, რომელსაც ადამიანები Zoom-ის საშუალებით ესწრებიან და საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავენ.
https://www.facebook.com/shamemovement/videos/227108325299002/