LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამოდი ღირსებისთვის” – მთავრობის ადმინისტრაციასთან პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

55
ნიკა ნარსია

,,გამოდი ღირსებისთვის” – ამ მოწოდებითა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, მთავრობის ადმინისტრაციასთან “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები აქციას მართავენ.

ამასთანავე, აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვენ, რომლებიც ,,ტვ პირველის” ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებდა.

აქტივისტებმა პრემიერის სახელზე განცხადებაც შეადგინეს, რომლის თანახმადაც ისინი ქვეყნის მთავრობის მეთაურთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვებენ.

მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება, აქციას მის სახლთან გამართავენ.

,,თუ დღეს ღარიბაშვილი არ შეგვხვდება, აუცილებლად სახლში მივაკითხავთ. ფიზიკურად არ შევეხებით, მაგრამ პროტესტი ყველგან იქნება, მათ შორის, მის სახლთანაც. უნდა იგრძნოს, რომ  რასაც აკეთებენ, ეს არის უსინდისობა და ძალიან მალე უნდა დამთავრდნენ. ყველგან, სადაც იქნება ღარიბაშვილი, იქ იქნება ჩვენი აქციაც”.- განაცხადა ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ნარსიამ.