LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდილმა მოგზაურმა დაასახელა 4 ქალაქი, სადაც ქალებისთვის მარტო მოგზაურობა არც თუ უსაფრთხოა

144
Capture

მოგზაურმა ბლოგერმა პარიზი, მარაქეში, პატაია და ბელგრადი მარტო მოსიარულე ტურისტი ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქალაქებად დაასახელა. თავისი გამოცდილება ქლოე ჯეიდმა გამომწერებს სოცქსელებით გაუზიარა.

მოგზაური აღიარებს, რომ მისი აზრით ამ ადგილებში ქალები ყოველთვის მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ. ბლოგერი იხსენებს, რომ პარიზში თავისი პირველი ვიზიტის დროს მან გაიცნო ადგილობრივი, რომელიც ჯერ მის დათრობას, შემდეგ კი ბნელი ქუჩისკენ წაყვანას შეეცადა.

გოგონა სასტუმროსკენ გაიქცა და ნომერში შესვლისთანავე ცნობიერება დაკარგა. დილით გონზე მოსული დარწმუნებული იყო, რომ მას სასმელში რაღაც ჩაუყარეს.

ქლოე ვერ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ მარაქეშსა და პატაიაშიც, სადაც მისი თქმით ბევრი უცხოელი ჩადის და „საშინელ რამეებს“ აკეთებს.

გარდა ამისა, ბლოგერი აღნიშნავს, რომ ბელგრადში მას ძალიან არამეგობრულად დახვდნენ. მართალია, ამ ქალაქში მას არაფერი ცუდი არ მოსვლია, თუმცა საზღვარზე გადასვლის მომენტიდან მხოლოდ მტრულ განწყობებს აწყდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები