Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გამოცდები: აბიტურიენტები სპეციალურ სივრცეში, ნაშრომები კარანტინში, გულშემატკივრები კი სახლში დარჩით – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოცდები: აბიტურიენტები სპეციალურ სივრცეში, ნაშრომები კარანტინში, გულშემატკივრები კი სახლში დარჩით

110
gorg

9 აბიტურიენტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად ერთ საგამოცდო სივრცეში იმყოფებოდა, სპეციალურ სარეზერვო სივრცეებში განაგრძნობს გამოცდების ჩაბარებას, ნაშრომები კი კარანტინს გაივლის. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცენტრი მაქსიმალურად იცავს სპეციალისტების მიერ მიწოდებულ ყველა რეკომენდაციას და დღევანდელი შემთხვევისთვისაც მზად იყვნენ.

„რაც შეეხება ნამუშევრების გასწორებას და დამუშავებას, ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლო რამდენიმედღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია. ამ კარანტინის შემდეგ, ცხადია, ჩვენი ოპერატორები ნამუშევრებს ხელთათმანის, პირბადისა და ფარის გამოყენებით დაამუშავებენ და დაასკანერებენ, ასე რომ ამ კუთხითაც არ გვექნება პრობლემა“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

გორგოძე მოუწოდებს აბიტურიენტებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, გულშემატკივრებს კი სახლში დარჩენას ურჩევს.

„კიდევ ერთხელ მივმართავ გულშემატკივრებს, რომ დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში. საგამოცდო სივრცეების დასუფთავება ზედმიწევნით ხორციელდება – ჯერ სველი წესით, შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით (ცალ-ცალკე იატაკის, ფარების, მერხების, კარის სახელურების), ამიტომ ეს ყველა რეკომენდაცია ისედაც გვქონდა გათვალისწინებული, შესრულებული და გავაგრძელებთ მათ დაცვას“, – განაცხადა გორგოძემ.

ცნობისთვის, ერთ აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები