LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამო, შენი შვილის გამო – თბილისში 1 000 მშობლის მარში დაიგეგმა

132
150627099-3560767070687708-2808143831816813918-o

თბილისში 1 000 მშობლის მარში დაიგეგმა – გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო! – ამ ლოზუნგით მშობლები პროტესტის 100 დღის ფარგლებში, 26 თებერვალს, 17:00 საათზე თბილისში, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან.

კამპანია კი ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც ძალადობის მსხვერპლმა 14 წლის ნინიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“შეცვალეთ

სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შექმენით

პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახადეთ

ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდეთ

ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს

ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო”.- ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები