ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებით, სკოლის მანდატური საუბრობს, როგორც ის ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას აცხადებს სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან სისტემატურად შედიოდა შეტყობინებები.
მანდატური იხსენებს, თუ როგორ დაედევნა მითითებულ პიროვნებას და როგორ გაიქცა პირი, რომელიც სკოლასთან არასრუწლოვნებს ხვდებოდა, სექსუალურად ავიწროებდა და მათ მანქანით წაყვანას ცდილობდა.
ქუთაისში სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 34 და 45 წლის მამაკაცები დააკავეს
„ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცა. დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა და პოლიცია წამომეხმარა. გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო? ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო“ – ამბობს სკოლის მანდატური.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ორი პირი დააკავა. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის ორივე ბრალდებულს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.