ერთი კვირის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში მანქანა მოჰპარეს, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინა. მალევე corriere dello sport გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას მოპარული „მინი კუპერი“ დაუბრუნეს.
ინციდენტთან დაკავშირებით, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“ ისაუბრა.
„ყველამ იცის, ამაზე მთელი საქართველო ლაპარაკობს..
ღმერთს ვთხოვ, რომ ქართველები არ იყვნენ..
ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ხვიჩას რომ ველაპარაკე, სიცილით რომ მელაპარაკებოდა. მე გამიხარდა ის, რომ შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო… თავის დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. კერძო სახლია, სადაც კამერებიც არის, დაცვა ჰყავს. დეტალურად ვერ მოვყვები, რა და როგორ, კამერაზე ყველაფერი დაფიქსირებულია.
ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა და მეორე ის, რომ არ იყვნენ ქართველები.
მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან, პოლიცია აქამდე იტყოდა. მაგაზე ხვიჩაც არ ფიქრობს“ – თქვა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“.