ნიდერლანდების მთავრობამ შეცვალა ქვეყნის საზღვარზე ორმაგი ტესტის წარდგენის რეგულაცია. როგორც „ავიანიუსი“ წერს, ნიდერლანდებში ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნიდან შემავალ 13 წლის, ან უფრო მეტი ასაკის მგზავრს აქვს ორი ვარიანტი:
(1) მგზავრს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტი გაკეთებულია ბოლო 12 საათში, ან
(2) თუ მგზავრი ვერ ახერხებს PCR ტესტის გაკეთებას ბოლო 12 საათში, მან უნდა წარადგინოს როგორც ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის, ასევე – ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხები. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ინფიცირების მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მათ შორის ნიდერლანდებში შემომსვლელ ტრანზიტულ მგზავრებზეც.
ორივე ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, მგზავრებმა დამატებით უნდა იქონიონ:
1) შევსებული, ხელმოწერილი და ამობეჭდილი „უარყოფითი პასუხის განაცხადი“ (Negative Test Declaration), რომლის ინგლისურენოვანი ვერსიის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან: https://bit.ly/36TCcHU
2) „ჯანმრთელობის განაცხადი“ (Health Statement), რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3qBaIhY
დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას ამობეჭდილი (მატერიალური) სახით. აღნიშნული დოკუმენტების ციფრული სახით (ტელეფონით, ტაბლეტით, კომპიუტერით და ა.შ.) ჩვენება არ არის საკმარისი. ეს დოკუმენტები მგზავრმა უნდა წარუდგინოს როგორც შესაბამის ავიაკომპანიას ან გემის კომპანიას გამგზავრებამდე, ასევე ნიდერლანდებში შესვლისას – სასაზღვრო სამსახურს.
აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება საქართველოდან ნიდერლანდებში, მათ შორის ტრანზიტულად, მიმავალ მგზავრებზე.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ნიდერლანდების მთავრობის ვებ-გვერდზე: https://www.government.nl/latest/news/2021/01/20/lockdown-measures-tightened-in-response-to-concerns-about-new-variants-of-virus