LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამაოგნებელი და აბსურდულიაა…”, “ჯერ უნდა გამოვყოთ რისი პატიება შეგვიძლია, შემდეგ შევქმნათ საგამოძიებო კომისია” – “ოცნებისა”და “გირჩის” პოზიცია ლელოს ინიციატივაზე

95
BeFunky-collage (12)

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი, გიორგი ამილახვარი მიიჩნევს, რომ „ლელოს“ ინიციატივა 20 ივნისის მოვლენების საპარლამენტო კომისიის შესახებ “აბსურდულია”.

“სრულიად გამაოგნებელი და აბსურდულია ეს ინიციატივა, რადგან საერთოდ არ არის შეთანხმებაში მოხსენიებული. მეტიც, პირდაპირ ხელს უშლის ამ შეთანხმების პრინციპების შესრულებას. რომც შედგეს, რას გულისხმობს ანუ თუ ნიკა მელიას დაუდასტურდება ბრალი, ბუნებრივია ვეღარ დატოვებს საპატიმროს, თუ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს ბრალი 20 ივნისთან დაკავშირებით ეს ნიკა მელიაა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ამიტომ ეს წინადადება სრულად სცდება იმ შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა ხელი მოვაწერეთ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი იქნება”.- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში გიორგი ამილახვარმა.

გადაცემა “დღის თემაში” “ლელოს” ინიციატივას გამოეხმაურა “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. ის ამბობს, რომ საკითხზე ალეკო ელისაშვილის პოზიციას ემხრობა.

ან ამნისტიაზე ვილაპარაკოთ, ან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ორივე ერთად არ არის: ალეკო ელისაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება

„ალეკოს არგუმენტის მესმის. თუ ამნისტიაზე მივდივართ, ამნისტია არა თავიდან გამოძიებას, არამედ შერიგებას ნიშნავს. ჯერ უნდა გამოვყოთ რისი პატიება შეგვიძლია, ამის ამნისტია გავაკეთოთ და დარჩენილებზე შემდეგ საგამოძიებო კომისია შევქმნათ“.- განაცხადა იაგო ხვიჩიამ “ფორტუნას” ეთერში.