LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამაკეთებინე და გავიგებ” – რა სხვაობაა ძველ და ახალ სკოლებს შორის – განათლების რეფორმა, რომელიც ბევრისთვის კომფორტის ზონა არაა

390
7777

წლებია ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გამჯობესება, წლების განმავლობაში ვისმენთ და თვალს ვადევნებთ წინასწარ დაანონსებულ რეფორმებსა და განხორციელებულ ცვლილებებს და საზოგადოების შეფასებით, ნაკლებად ხელშესახებ შედეგებს, თუმცა აქვე საინტერსოა – რა უნდა იყოს შედეგი და რა ნაბიჯები გადაიდგა, თუ ვერ გადაიდგა ამ მიმართულებით.

რამდენად დაძლევადია გამოწვევები და რა უშლის ხელს მათ განხორციელებას, რაშია მთავარი სხვაობა ძველ და ახალ სკოლას შორის, რა იცვლება თვისობრივად და როგორ ან რამდენ ხანში შეიძლება, დავინახოთ კონკრეტული მიმართულებებით სასურველი შედეგები – საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ , სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა – ნიკო სილაგაძემ ისაუბრა.

 

რა განსხვავებაა ძველ და ახალ სკოლებს შორის

 

„განათლების რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს, აუცილებლად განსხვავებულ სკოლას შექმნის იმისგან აბსოლუტურად  განსხვავებულს, რაც უფროსმა თაობამ დავამთავრეთ.

 

 

განსხვების შედარებად  კი შეიძლება გამოვიყეოთ ერთი ჩინური ანდაზა:  მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ.

რეალურად, „გამაკეთებინე და გავიგებ“, სიტყვებში შეიძლება გავიგოთ ეს ნიუანსური განსხვავება.

მოსწავლემ უნდა გამოიყენოს ის ცოდნა, რომელსაც იღებს და უნდა შექმნას შემოქმედებითი პროდუქტი.

მაგალითად სკოლაში ყველა ჩვენგანს გვისწავლია, ისტორიაში სხვადასხვა მეფეების ამბები და თავგადასავლები. ახალი სწავლების მეთოდით მოსწავლე, როდესაც რომელიმე მეფის შესწავლას იწყებს, შეიძლება დაევალოს, რომ შექმნას ოპოზიციური მატიანე ამ მეფის მოღვაწეობის და ამბავი, რომელიც ქართლის ცხოვრებაში  წერია, მოყვეს სხვაგვარად“. – აცხადებს ექსპერტი ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

დღეს ამგვარად მიმდიანრეობს პროცები?

„ასე ხდება ბევრ სკოლაში და ყველაფერი იქით მიდის, რომ სასწავლო პროცესი ყველგან ამ გზით წავიდეს. ამ ტიპის დავალებებით უნდა იყოს დატვირთული სასწავლო პროცესი. მოსწავლემ კრიტიკულად უნდა დაინახოს და გააანალიზოს იმ მეფის მოღვაწეობა და რაც მთავარია, ის მოგზაურობს იმ მეფის ეპოქაში, რომელსაც იკვლევს და სწავლობს.

ისტორიის მაგალითში რომ არ დავრჩეთ, შეიძლება მოვიყვანოთ ქიმიის გაკვეთილის მაგალითი. ყველას გვისწავლია ქიმიაში ხსნარების ნაჯერობა. შეიძლება ეს არ გვახსოვდეს, თუ ბუნებისმოყვარული არ არის ადამიანი. პრაქტიკული მაგალითები აქაც მუშაობს, მაგალითად სამმა მეგობარმა მოამზადა მურაბა, რომელთაგან ერთი დაშაქრდა, ერთი დამჟავდა და ერთიც გემრიელი გამოვიდა. მოსწავლეს დავალებად ეძლევა, რომ ხსნართა კონცენტრაციაზე დაყრდნობით მიეცეს რჩევები სამივე ადამიანს. მოკლედ გამოდის რომ პრაქტიკულ მუშაობაზეა ყველაფერი აგებული.

რეფორმა თვისობრივ დონეზე გულისხმობს იმას, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს ამ ტიპის დავალებისგან უნდა შედგებოდეს“. – განმარტავს ნიკო სილაგაძე.

ადრე იყო ძალიან ბევრი საზეპირო, ითხოვდნენ ლექსის შინაარსი, უფროსი თობის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ თუ ბევრ ლექსს არ მისცემენ საზეპიროდ, ეს არაა განათლება….

 

 

„ლექსების რაოდენობაში არაა საქმე. როდესაც მოსწავლე აქტიურ შემოქმედებით პროცესებშია ჩართული, მასალის ღრმა გააზრებაზეა ორიენტირება. რეალურად დროში მოგზაურობაც და ხსნარების კონცენტრაციაც ნიშნავს საკითხის ღრმა გააზრებას. ეს ნიშნავს, რომ თუ ასეთ რეჟიმში იქნება სწავლა – მოსწავლეები, რომლებიც სკოლას დაამთავრებენ, იქნებიან კრიტიკულად მოაზროვნეები. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შექმნიან ახალ პროდუქტს“.- ამბობს ექსპერტი „კვირის თემასთან“.

პედაგოგს აქვს თუ არა იმის უნარები და შესაძლებლობები, რომ ბავშვებს ასეთი ცოდნა მისცეს…

„ეს პროცესები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა მოსწავლისათვის. კომპლექსური დავალებები მოგონილია იმიტომ, რომ სხვადასხვა შესაძლებლობის, ინტერესებისა და ცოდნის  მოსწავლეებს მიეცეთ ცოდნის გამოხატვის ერთნაირი შესაძლებლობა.

ბავშვები კი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, უბრალოდ სხვადასხვანაირად გამოხატავენ შეხედულებებს. აქ მასწავლებელი მსაჯული არაა.

გამოცდილება უნდა მიიღოს უკლებლივ ყველამ და არა მხოლოდ იმათ, ვინ პირველ ხუთ მერხზე ზის.

კომპლექსურ დავალებას მოსწავლეები იღებენ ახალი ინფორმაციის მიღებისას. ადრე მაგალითად თუ ერთ დღეს გამოგიძახებდნენ, მერე მთელი თვე ვიცოდით, რომ აღარ გვკითხავდნენ გაკვეთილებს. ახლა დავალებაში ყველა ჩართულია და ხმადაკარგული მოსწავლეები სკოლაში არ უნდა იყვნენ.

სკოლა როგორც ორგანიზაცია და სოციუმი, ბავშვებს სწორედ ამის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რომ ყველა თავს უნდა გრძნობდეს რეალიზებულად“. – ამბობს სილაგაძე.

 

რა მოთხოვნები აქვს თანამედროვე სკოლის რეფრმას

 

„არაერთი მასწავლებლისგან მომისმენია, რომ ბავშვი, რომელიც არ იყო აქტიური არც ერთ საგანში და სასწავლო პროცესში აქტიურად არ მონაწილეობდა, მან იპოვა საკუთარი თავი და შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს პროცესებში.

რეალურად, როდესაც კომპლექსურ დავალებებს ეფუძნება პროცესი, მოსწავლეები იღებენ შესაძლებლობას, რომ წარმოაჩინონ თავი კარგად და სასწავლო პროცესშიც თავს კარგად გრძნობენ.

როდესაც შედეგებზე ვსაუბრობთ, ყველას მხედველობაში გვაქვს უსაფრთხო გარემო. ყველა ბავშვს გააჩნია შინაგანი ძალა, სასწავლო პროცესში უნდა მიეცეს რეალიზების საშუალება და თუ მას არ მიეცემა ამის შესაძლებლობა, ის თავის თავში ჩაიკეტება და შინაგანი ძალა მისი პიროვნების დამანგრეველი გახდება. მოგვიანებით კი საზოგადოებისთვის ეს ძალა დამანგრეველი გახდება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ბავშვებმა თავი სასწავლო პროცესში ჩართულად იგრძნონ.

ეს არის მოსწავლეების აღმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობა.

გამოწვევები შეიძლება ერთი სიტყვის გარშემო დაჯგუფდეს – ეს არის ცვლილება.

ცვლილებას თან ახლავს გარდაქმნები, დიდი მოძრაობა, რაც ბევრისთვის კომფორტის ზონა არაა. თუმცა რომ შევხედოთ მშობლებისა და მასწავლებლის თვალით ამ ყველაფერს, არის, რა თქმა უნდა, კრიტიკული დამოკიდებულებაც.

 

 

მასწავლებლის თვალით რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, რეფორმა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი, რომელიც კომპლექსური დავალებების შესრულებით არის დაკავებული,  უფრო მეტად ჩართოს  პროცესში. რომელი მასწავლებლის ოცნება არ არის, რომ მას ჰყავდეს უფრო მეტად ჩართული და დაინტერესებული მოსწავლეები. 

და რაც ყველაზე მაგარია და რაც ყველაზე მეტ ხიბლს სძენს პედაგოგის პროფესიას არის ის, რომ ხედავ, როგორ იზრდება ბავშვი შენს თვალწინ.

მშობლების მხრიდან არის ხოლმე შეკითხები, რომ ძალიან ხომ არ ამარტივებს ეს რეფორმა სწავლის პროცესსო. რეალურად ეს ყველაფერი იქითკენაა მიმართული რომ ნასწავლი, უფრო ღრმად გაიაზროს მოსწავლემ და ცხოვრებას დაუკავშიროს“, – აღნიშნა თემაზე საუბრისას ნიკო სილაგაძემ.

 

რამდენად არის რეფორმა მოსწავლის ინტერესებზე მორგებული

 

„გარდა იმისა, რომ მოსწავლეს კომპლექსური დავალებებით კრიტიკული აზროვნება ექნება და ინოვაციური შემოქმედებითი მიდგომები გაუჩნდება,  მისთვის საინტერესო იქნება ასეთი სწავლა.

სკოლას აქვს დიდი ფუნქცია, აღზრდა. მოსწავლე რასაც სკოლაში ხედავს, ამით უფრო ბევრს სწავლობს.

რეალურად შედეგი არის მოსწავლის პიროვნული განვითარება.  სკოლა, რომელიც ახლა ჩვენ აღვწერეთ, არაა კონკურენცია და არ იქნება ის მომენტი, რომ მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბებიან. ეს არის გამსჭვალული ზრუნვაზე და თანამშრომლობაზე. როდესაც ყველა ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა, რომ  წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ეს კარგი ტონია. რეალურად ესაა თანამედროვე სკოლის იდეა.

სკოლა უნდა იყოს მოსწავლეზე ორიეტირებული და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს.

სკოლა კარგი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს. კარგი პიროვნება და მოქალაქეობა – სახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა –  ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემია ქვეყანა  და მე შემიძლია, ჩემით შევქმნა და განვახორციელო პოზიტიური ცვლილებები.

ეს ყველაფერი უნდა ემყარებოდეს არა ძალადობას, არამედ მზრუნველობასა და თანამშრომლობას. ამ ყველაფერს ბავშვები ხედავენ სკოლის დონეზე, რომელიც მიკროსაზოგადოებაა და ქვეყნის ერთგვარი მოდელია და როდესაც ისინი გაიზრდებიან, ამ ყველაფერს გადაიტანენ ქვეყნის და სახელმწიფოს დონეზე და სკოლის მიზანიც რეალურად ესაა, რომ კარგი, ერუდირებული და კრიტიკულად მოაზროვნე ინოვაციური და ჰუმანური მოქალაქეები აღზარდოს“. – ამბობს ნიკო სილაგაძე „კვირის თემასთან“ საუბარში.