LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა ჩემი მეგობრის მისამართით“ – რას აცხადებს ელისო კილაძე ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

626
ელისო კილაძე

ჟურნალისტი ელისო კილაძე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მისი მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა.

სროლა ყაზბეგის გამზირზე – ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ამის შესახებ ელისო კილაძე ფეისბუკის ლაივჩართვაში ჰყვება:

„ყაზბეგის გამზირზე სილამაზის სალონში მეგობართან ერთად მანქანით მივდიოდი. ერთ-ერთი პირი საეჭვოდ ამოგვიდგა გვერდით. როდესაც სალონში შევედი, დაახლოებით, 5 წუთში ჩემი მეგობრის მისამართით გამაფრთხილებელი გასროლა მოხდა, ტყვია მის ფეხებთან დავარდა. გამოვიძახეთ პოლიცია, შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია“, – ამბობს ელისო კილაძე.

Posted by ელისო კილაძე on ოთხშაბათი, 06 მარტი, 2024

ცნობისათვის, როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

უწყების ცნობითვე, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები