LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალტ & თაგარტი Global Finance-მა საუკეთესოდ აღიარა

88

გალტ & თაგარტი Global Finance-მა საქართველოში წელსაც საუკეთესო საინვესტიცო ბანკად დაასახელა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მესამედ გახდა.

„გალტ & თაგარტი სთავაზობს თავის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ – განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ცნობისთვის, ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები