გალერია თბილისის პარკინგის საფასური 4 ლარამდე არ გაიზრდება. სავაჭრო ცენტრმა, მომხმარებლების უკმაყოფილება გაითვალისწინა და დაანონსებული სიახლე შეცვალა.
26 იანვრიდან, 1 საათიანი პარკინგის საფასური 4 ლარის ნაცვლად 2.5 ლარი იქნება (დღის საათებში) ხოლო ღამის საათებში 1 ლარი.
ამასთან, ერთ საათამდე გაიზრდება უფასო პარკირების დრო.
“გალერია თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ავტოსადგომით სარგებლობის პირობების ცვლილების თაობაზე”, – განუცხადეს “ფორტუნას” გალერია თბილისში.
რაც შეეხება ზოგადად გადაწყვეტილებას, უფასო ავტოსადგომზე ფასების დაწესების შესახებ, ამის მიზეზად სავაჭრო ცენტრის პრესსამსახურში პარკინგის მოწესრიგებას ასახელებენ/
“გახსნის დღიდან პარკინგი არის უფასო. გადატვირთულობის გამო, ძალიან გართულებულია აქ შემოსვლა, რადგან ძალიან დიდი დროით აჩერებენ ავტომობილებს როგორც სავაჭრო ცენტრის მომხმარებლები, ასევე მოსახლეობის ის ნაწილი რომელიც მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილდება”, – განუცხადეს “ფორტუნას” გალერია თბილისის პრესსამსახურში.