LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გალერეა თბილისმა” ოპერირება შეწყვიტა – როდის განაახლებს მუშაობას

481
გალერეა

“შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი, ამიტომ სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას”, – ამის შესახებ ინფორმაცია “გალერეა თბილისის” “ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

„თბილისი გალერეაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

„გალერეა თბილისში არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ძლიერი დაკვამლიანების გამო ჩაირთო ავტომატური სახანძრო განგაში, რის გამოც განხორციელდა შენობის სრული ევაკუირება.

ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას.

„გალერეა თბილისის“ სამუშაო საათები განახლდება 4 იანვარს 10:00 საათიდან
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ვკითხულობთ „გალერეა თბილისის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები