”გალათასარაიმ” ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბიჭს ერთდღიანი კონტრაქტი გაუფორმა.
9 წლის იუსუფი ოფიციალურად გახდა თურქული გრანდის მოთამაშე.
იუსუფი პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროთასებზე ”ქარშიაკასთან” თამაშამდე გასამართ შოუში.
”გალათასარაი” ფონდ ”ერთი სიცოცხლე, ათასი იმედი”-თან ერთად აქციას მართავს, რითაც ცერებრალური პარალიჩის მქონე ბავშვებს ეხმარებიან.