LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გალაკტიონის წერილი ოლია ოკუჯავას – „გიყვარვარ ძველებურად?“

4743
galqtioni-olga

დღეს სიყვარულის დღეა. გთავაზობთ დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის წერილს, რომელიც მან საყვარელ ქალს, ოლია ოკუჯავას მისწერა:

„ოლკინ, მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?

მე მგონია, არა!

ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვისმეს უყვარდეს?

დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის.

რომ ვიყო ბაირონი, ლერმონტოვი, გიოტე… მაშინ შემიყვარებდენ. მე კი ისეთი პატარა და დაწვრილმანებული კაცი ვარ..

მაგრამ არაფერია, „Мы еще повоюем!“

შენ ის მითხარი, გიყვარვარ ძველებურად?

მე კი ისევ ძველებურად, გაგიჟებით და დიდი სიყვარულით მიყვარხარ!”

ოკუჯავა ოლიას – გალაკტიონი

1914წ“.

 ქარდს თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები