კერძო საბავშვო ბაგა-ბაღის წარმომადგენელი 3 სექტემბერს ბაღების ფუნქციონირების აღდგენას მოითხოვს.
კერძო ბაგა-ბაღების ასოციაციის თავმჯდომარის პავლე ქალიაშვილის განცხადებით, თუ 3 სექტემბერს ბაღები არ გაიხსნება, მათ შენობების დაკარგვა მოუწევთ.
იკრძალება სათამაშოების სახლიდან წაღება.
საბავშვო ბაღებისთვის აკრძალვები და რეკომენდაციები დაწესდა
ასოციაციამ თხოვნით მიმართა პრემიერს, რომ მათ ბიზნესებს დაეხარონ.
“ძალიან ბევრი ბაღი იმყოფება გაკოტრების პირას. ძალიან ბევრმა ბაღმა დაკარგა შენობები იმის გამო, რომ ვერ იხდიდნენ საიჯარო გადასახადებს. ბევრი ბაღი არის ფართების დაკარგვის რისკის ქვეშ. ჩვენი მოთხოვნაა, 3 სექტემბერს მოგვცენ გახსნის ნებართვა და შემდეგ ეტაპობროვად მოხდეს ბაღების შემოწმება. ჩვენთან იჯარის ხელშეკრულებები 1-ელ სექტემბერს ფორმდება და 3 სექტემბერს თუ არ გავხსნებით ყველას მოგვიწევს ფართების დაკარგვა. პრემიერ მინისტრს თხოვნით მივმართავთ, მოახდინონ ამაზე მყისიერი რეაგირება და დაგვეხმაროს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე ბავშვების საბავშვო ბაღებში უსაფრთხო მიღებაში”, – განაცხადა პავლე ქალიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება.
ბაგა-ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება, საკვების დარიგება კი გაგრძელდება