LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გახშირდა ქურდობის შემთხვევები” – გაფრთხილება ტოიოტა პრიუსის თბილისელ მძღოლებს

300

სოციალური ქსელების მომხმარებელი გოჩა ადუაშვილი, ავტომობილ TOYOTA PRIUS-ის მეპატრონეებს აფრთხილებს, რომ ამ ავტომანქანის მაყუჩის ქურდობა გახშირდა.

ამის შესახებ ადუაშვილი “ფეისბუქის” დახურულ ჯგუფში წერს.

„მეგობრებო მე-2 თაობაზე ყველამ “დაასვარკებინეთ” ქვედა ბოლტები, რომელიც კატალიზატორის ქვემოთაა. გახშირდა ქურდობის შემთხვევები. რასაც უკავია ეს რკინა, ის ბოლტები დაადუღებინეთ”,- აფრთხილებს ის “ტოიოტა პრიუსის მფლობელებს”.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილი მომავალში ამ ნაწილის გარეშე ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ეს ფაქტი კი მის ფასს საგრძნობლად ზრდის.

ჯგუფში წერენ, რომ მაყუჩის შეძენა მძღოლებს 650 ლარი უჯდებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები