LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახშირდა ფაქტები, როცა მაღაზიები სადისტრიბუციო კომპანიების კუთვნილ თანხებს არ უხდიან

137

საქართველოში გახშირდა ფაქტები, როცა რითეილები და მაღაზიები სადისტრიბუციო კომპანიების  კუთვნილ თანხებს არ უხდიან. ამის შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და პრემიერ მინისტრის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხში, ერთ-ერთი ფლაგმანი კომპანია „პოპული“ და კომპანია „მარშე“ იყვნენ, რომლებსაც სადისტრიბუციო კომპანიების საკმაოდ სოლიდური თანხები მართებთ, თუმცა საუბარია სხვა მცირე კომპანიების მხრიდან არსებულ დავალიანებებზეც, რომელთა ამოღება სადისტრიბუციო კომპანიებს ძალიან უჭირთ.

„მათთან სასამართლო დავა დღემდე გრძელდება. ეს საქმე სამი წელია მიმდინარეობს და მას დასასრული არ უჩანს. პრემიერს ვთხოვე, რომ ამ თემაზე ყურადღება გაემახვილებინა, რადგანაც თუ ეს დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში დამკვიდრდა, მომავალში საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგებით და ანალოგიური პრეცედენტები უკვე ათობით და ასობით იქნება, რადგან ასეთ შემთხვევებს უკვე რამდენიმეს წავაწყდით“, – განმარტა ივა ჭყონიამ.

მისი ინფორმაციით, საუბარია ათობით მილიონ ლარზე, რომელიც მაღაზიებს სადისტრიბუციო კომპანიების მიმართ მართებთ.

„ჩვენი ქვეყანა მცირე ბიზნესზე დგას. არის საკმაოდ ბევრი მცირე მეწარმე, რომლებიც საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებან, ასობით ადამიანი ჰყავთ დასაქმებული და მილიონობით ლარი შეაქვთ ბიუჯეტში. არსებობს წვრილ-წვრილი პრობლემები, რომლებზეც მხარდაჭერა გვჭირდება “, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები