“გახსენით ქვეყანა! გახსენი ეკონომიკა” – ამ შეძახილებით საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან და კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული ხანგრძლივი შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.
რესტორნების პროტესტი - დღეს 200-მდე ობიექტი ონლაინ მუშაობს წყვეტს
დღეს ისინი სამთო კურორტების წარმომადგენელთა აქციას უერთდებიან
აქციის მონაწილეები, მთავრობას მოუწოდებენ დაინახონ და გააცნობიერონ ე.წ. ლოკდაუნის გამო შექმნილი პრობლემები და დროულად მიიღონ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება, რათა, მათი თქმით, ისედაც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ჩავარდნილი მოქალაქეები და გაკოტრებამდე მისული ბიზნესები, კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ.
აქციის მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესის, ზამთრის კურორტებზე დასაქმებული ადამიანები, ფიტნეს-კლუბების მფლობელები და სხვა.
„სოცაფეთქება“ – ამ გზავნილით შეკრებილი მოქალაქეები და ბიზნესის ხელმძღვანელები ხელისუფლებას მოუწოდებენ.