LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახდებით მაგ ასაკის, ღრმად მოხუცებულიც და ვიღაც უვიცი „ლაწირაკი“ რომ დაგიწერთ თქვენს შეხედულებაზე „მალე გადაშენდით და მოკვდითო“, მერე მიხვდებით, რა ამაზრზენი მიდგომაა“ – რას წერს მასტერი

1688
Untitled design (3)

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი“ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა და უფროსი თაობის ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ წერს.

„მასტერი“ იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც მისივე თქმით, უფროსი თაობის წარმომადგენლების შეხედულებებს აკრიტიკებენ:

„ძალიან ბევრგან მოვკარი თვალი, უვიცი ახალგაზრდების კომენტარს, როცა მასზე უფროსს მიმართავენ მსგავსი შინაარსით: „მალე გადაშენდებით თქვენი თაობა და დავისვენებთ“…

ღმერთმა დაგიფაროთ, ეგ თაობა გადაშენდეს, ღმერთმა უწყის, რას დაემსგავსებით მაგათ გარეშე და მეორეც, გახდებით თქვენც მაგ ასაკის, ღრმად მოხუცებულიც და ვიღაც უვიცი ლაწირაკი რომ დაგიწერთ რაიმე თქვენს შეხედულებაზე „მალე გადაშენდით და მოკვდითო“, მერე მიხვდებით, რა ამაზრზენი მიდგომაა, სხვადასხვა აზრის გამო რომ უსურვო ადამიანს სიკვდილი და გადაშენება.

მერე ცოტა გვიანი იქნება ამის გააზრება და ჯობია, ახლა გაიაზროთ! (რაიმე კონკრეტულ ვიდეოს და შემთხვევებს არ ეხება ეს პოსტი, ზოგადად ვამბობ, ძალიან ხშირად მხვდება მსგავსი მიმართვები)

P.S ასევე მომრავლდნენ ჩემს კომენტარებში მოქილიკე ახალგაზრდები, რომლებიც ღლიცინით მახსენებენ, რომ უფროსი თაობის ადამიანები ხშირად მაქებენ.

დიახ, მეც ვხედავ ამას, მომწონს და ვამაყობ კიდეც, რომ ბევრ უფროსი თაობის ადამიანს მივაწვდინე ჩემი ხმა და რეპის მოსმენაც აქტიურად დაიწყეს, ასე რომ სიყვარულს და მუსიკას ასაკი არ აქვს“, – წერს რეპერი სოციალურ ქსელში.

 

ძალიან ბევრგან მოვკარი თვალი, უვიცი ახალგაზრდების კომენტარს, როცა მასზე უფროსს მიმართვანე მსგავსი შინაარსით: “მალე…

Posted by Masteri on სამშაბათი, 22 აგვისტო, 2023

 

ვიდეო: მასტერი: „ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა მყოლოდა 180 000 გამომწერი, მაგრამ ხანდახან თავი მარტოდ მეგრძნო

ადამიანებმაც დაკარგეს თავმოყვარეობა და ყველაფერს ფარდა ახადეს, მარტო იმიტომ რომ მათზე ისაუბრონ და “წილიანი” პოპულარობა მოიპოვონ: მასტერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები