თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიასთან შეხვედრა ერთხელ ჰქონდა. მისი განმარტებით, შეხვედრა გუშინ დილით, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მერიაში შედგა.
როგორც კალაძე აცხადებს, „ვერაფერი გაიგო, ვერც შეხვედრის მიზანი და ვერც მიზეზი“.
„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი… ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“, – განაცხადა კალაძემ.