LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიამ ვიცე-პრემიერებად ქალები აირჩია, მინისტრებს კი მედიასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა

248
70842394-2465782173645116-5806266708645642240-n

მთავრობის ადმინისტრაციაში ახალი პრემიერი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან დღეს პირველ სხდომას მართავს.

სხდომის დაწყებამდე გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. მისი გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს,“ – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება.

“ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული კეთება, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს ღიაობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენს ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე,” – განაცხადა გახარიამ.

მანვე, კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სხვებს მედიასთან კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მინისტრებისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ სხდომების შემდეგ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ყველა საინტერესო საკითხზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც შეიძლება მთავრობას არ განუხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები