„სინამდვილეში, გახარიამ გადაიმტერა და გაამწარა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში.. პრაქტიკულად, ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა, ყველგან ვალები აქვს „გადამგდებია“ ჩვეულებრივი,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ ერთიმეორეს მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები.
საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში, როცა ხარ გადამგდები, როცა შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგო, რა თქმა უნდა, იქ რომელ პოლიტიკურ წარმატებაზე არის საუბარი, ზედმეტია.
ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა საკუთარი პარტიის წევრებს, წარმოიდგინეთ არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და ეს ადამიანები გადააგო და როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში?“ – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოლოდინით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გიორგი გახარიას პარტია მე-5 ან მე-6 ადგილზე გავა.
„რაც შეეხება გახარიას პარტიას, გახარია სინამდვილეში არის მე-5-6 ადგილზე და ამას ნახავთ არჩევნების შემდეგ. აგერ მე და აგერ თქვენ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. თუ მე-3 ადგილზე გავიდა გახარია არ ვიცი, ყველანაირი პასუხისმგებლობა შემიძლია ავიღო, მაგრამ გახარია გავა სადღაც მე-5-6 ადგილზე, რასაც დღევანდელი რეიტინგები აჩვენებს,“ –აღნიშნა კობახიძემ.
ასევე იხილეთ:
„ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, რაც უნდათ, ის უქნიათ“ – ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“