LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

129
გიორგი გახარია

“დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროინტეგრაციის გზაზე და მიაღწიოს და მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ისაუბრა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ევროპული ოჯახის წევრობას არ აქვს ალტერნატივა და ეს ალტერნატივა საქართველოს კეთილდღეობის გარანტია. 

მისივე თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის დააბრალებს:

“ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქვეყანა ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არავის ეპატიება.

ქართველი ხალხი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობას იმსახურებს და საქართველომ ამ წევრობისთვის მძიმე ფასი უკვე გადაიხადა.

ვერავინ, ირაკლი კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, საქართველომ ეს ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას.

მიღებული კანდიდატის სტატუსი ჩვენ გვიდასტურებს ეროვნულ პერსპექტივას.

კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება ნიშნავს, რომ მეგობრებისგან მიტოვებული ქვეყანა ერთი-ერთზე დარჩება მტრის პირისპირ. ვისაც ჰგონია, რომ რაღაც ხრიკებით თავს აარიდებს პასუხისმგებლობას, ეს არ გამოუვა.

დარწმუნებული ვარ, უამრავ გონიერ ქართველს კარგად ესმის დღეს რა პროცესია და რა წყდება ქვეყნის უახლოეს მომავალთან დაკავშირებით. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და მივეხმაროთ ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს”, – თქვა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები