LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია–ივანიშვილის “პოლიტიკური ომი” – მითი თუ რეალობა

179
gaxo mtavari

გულწრფელი წყენა, წინასაარჩევნო ომი თუ მოჩვენებითი გაბრაზება – გახარია–ივანიშვილის პოლიტიკური გადაძახილ–გადმოძახილი მედიისა და საზოგადოების განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა გახდა. მიზეზი მარტივია. ყველას უნდა გაერკვეს, არის თუ არა გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი თუ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

ყოფილი შს და პრემიერ–მინისტრის მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ერთი შეხედვით გამოიკვეთა კონტურები, რომ ის ივანიშვილის პროექტი თუ არა, მისი მოწინააღმდეგე მაინც არ იქნებოდა. არადა, თავს ოპოზიციას უწოდებს. ეს კი, წესით ხელისუფლების ოპოზიციას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ბოლო 3–4 დღეში მოვლენები ისე განვითარდა, რომ გიორგი გახარია ირაკლი კობახიძის ოპოზიციას უფრო ჰგავს, მაგრამ მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ყველაფერს ეტაპობრივად მივყვეთ.

 

 

გახარია–ივანიშვილის „დაპირისპირება“

 

მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა ფრაზა: „ივანიშვილს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“, ამის შემდეგ, ერთი კვირაც არ გასულა, რომ პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა მოქალაქეებს მორიგი წერილი „გამოგვიგზავნა“. ის არ მოერიდა გახარიასთვის მოღალატის იარლიყის მიკერებას და თქვა, რომ მან არა მხოლოდ გუნდს, არამედ სახელმწიფოს უღალატა. დაუწუნა პრემიერობიდან გადადგომის მიზეზიც და პარტიის იდელოგიაც. ფაქტია, გახარიასგან განსხვავებით, ივანიშვილი მის კრიტიკას არ მოერიდა.

ივანიშვილის წერილი "ტონალობით იყო აბსოლუტურად" მიუღებელი - რას ამბობს გახარია ივანიშვილის წერილის პასუხად

გახარიას თქმით, ეს განცხადება, შექმნილია პირველ რიგში იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს ზეგავლენა.

გიორგი გახარიამ კი, შეიძლება ითქვას, ივანიშვილს ინგა გრიგოლიას „რეაქციიდან“ უპასუხა. როგორც აღმოჩნდა, ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის გამოხმაურებას ელოდა.

„სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი, ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი რამდენიმე ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. პირველ რიგში ველოდი, რადგან ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს. არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა:“, – ამბობს გახარია.

 ყოფილ პრემიერს ივანიშვილის წერილის ტონი არ მოეწონა და არც მისთვის მოღალატის ძახილი. „ყოველთვის მემახსოვრება, როგორ მიწოდეს მოღალატე“, – თქვა გახარიამ.

 

 

გახარია–კობახიძის ღია ბრძოლა

 

გიორგი გახარიას ვრცელი ინტერვიუდან ერთწინანდებიანი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ის ირაკლი კობახიძის ოპოზიციაა. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გახარია სააკაშვილთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით კი დეტალურად მოჰყვა, რა ინფორმაცია ჰქონდათ მათ კიევიდან. გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა კი პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და კობახიძის კომენტარებსა და კიდევ სხვა პირების განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში გახარიამ ყოფილ თანაგუნდელის სიტყვებს, სადაც ის კიევიდან მიღებულ ინფორმაციაზე საუბრობს, ”შეშინებული კაცის ბოდვა“  უწოდა. მოკლედ, მთავარი გამოიკვეთა, არანაირი კრიტიკა ივანიშვილის მიმართ და მწვავე დაპირისპირება ირალი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ გუნდთან. ახლა გავარკვიოთ ექსპერტებთან, რა თამაშს თამაშობენ ეს ისინი სინამდვილეში.

 

 

ივანიშვილის კაცი თუ რეალური ოპოზიცია

 

ექსპერტების ნაწილს ზუსტი დასკვნის ან სამომავლო პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა თვლიან, რომ გახარიას დამოკიდებულებები გარკვეულწილად გამოკვეთილია.

ჩვენ ექსპერტს პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, გახარიას გუშინდელმა ინტერვიუმ სხვადასხვა საკითხი წამოწია წინ.

“გახარიას მთლიანობაში თუ შევხედავთ, თავისი სიტყვის ერთგული დარჩა – ანუ არავის წინააღმდეგ არ მიდის, თუმცა გარკვეულწილად გამოჩნდა, რომ საკმაოდ მკვეთრი და უხეში გამოთქმები ჰქონდა კობახიძის მიმართ, ზოგადად გუნდის მისამართით. ამით ოდნავ გადაუხვია თავის სტილს. მნიშვნელოვანი იყო მისი განცხადებები თუნდაც “უხილავ ხელთან” დაკავშირებით. არ დაუზუსტებია, მაგრამ სხვა ვინ იქნება უხილავი ხელი , თუ არა ივანიშვილი. გახარიამ ისიც თქვა, რომ სცადა დაკავშირება, მაგრამ ვერ დაელაპარაკა. ანუ გახარია ირიბად აღიარებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა.  

ჩემი აზრით, თამაში მიდის იქით, რომ მმართველი გუნდი გახლიჩონ. ისიც საინტერესო იყო, რომ ის დანარჩენ ოპოზიციასაც გაემიჯნა.

“ფორტუნას” კითხვაზე, სად არის ახლა მთელ ამ პროცესში ივანიშვილი და ის უბრალოდ დამკვირვებლის როლშია თუ არა, ძაბირაძემ გვითხრა, რომ ასე არ იქნება.

” არ გამოვრიცხავ , რომ ყველაფერი ეს იყოს მოჩვენებითი. ივანიშვილს შეიძლება,რამდენიმეშრიანი კომბიაცია  ჰქონდეს. მე ადრეც ვთქვი, რომ გახარია ივანიშვილმა თავისი წერილით ოპოზიციად “აკურთხა”, ანუ გამორიცხული არაფერია”, – ამბობს ექსპერტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები