„ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი“
„ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი“, – ასე ეხმიანება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას.
„მადლობელი ვარ“ – პრეზიდენტი გინტურის შესახებ რეზოლუციაზე ევროპარლამენტს მადლობას უხდის
როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან:
„ 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“, – წერია გიორგი გახარიას „ტვიტში“.
Resolution of @Europarl_EN again demonstrates the true values of the EU, who is the friend of #Georgia, defender of our statehood & #sovereignty, guarantee of longstanding #peace & who is the enemy. On November 8th, while EU??was adopting its historic decision on?? #candidacy,…
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) November 23, 2023
ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმეზე ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუცია ევროდეპუტატებს ანა ფოტიგას ინიციატივით წარედგინა, მას მხარი 495-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.