LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ბოდიშს იხდის, თუ დადასტურდა, რომ სპეცოპერაციისას იყო გადაცდომა – ბაია პატარაია

88

აქცია “ჩვენი თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია ამბობს, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარაი ბოდიშს იმ შემთხვევაში იხდის, თუ დადასტურდა, რომ 12 მაისის სპეცოპერაციისას გადაცდომები იყო. ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანში განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეხვედრებიდან მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ შსს-მ კარგად აღიქვა ის პროტესტი, რომელიც მსგავს ფაქტებს შეიძლება, მოჰყვეს.

„მე მაქვს შეგრძნება, რომ მსგავსი ფაქტი – შეიარაღებული შევარდნა, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს, საქართველოში აღარ მოხდება,“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

როგორც პატარაიამ აღნიშნა, მოთხოვნები, რომელიც აქციაზე გაჟღერდა თავდაპირველად, სპონტანურად ჩამოიწერა და გაჟღერდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ეს აქცია გადაიქცა არა მხოლოდ „თეთრი ხმაურის“, არამედ საყოველთაო აქციად, გამოიკვეთა მთავარი პრობლემა, რომ საქართველო იქცა პოლიციური სახელმწიფოდ.მისივე თქმით, ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი არ არის,  გადადგება თუ არა გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები