LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება – „ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას“

101
სოსო-ფხაკაძე-გიორგი-გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც პრემიერის პირადი დავალებით დაინიშნა.

შეხვედრამდე ბიზნესმენებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა განხილვასაც პრემიერ-მინისტრთან აპირებენ. მათ შორის არის: ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის შემსუბუქება და ბიზნესისთვის შაბათ-კვირას მუშაობის უფლების მიცემა.

შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს ბიზენსასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება მეორე საკითხია და უმთავრესი ეკონომიკის და ბიზნესის სრულად გახსნაა. „დღევანდელი მდგომარეობის გამო, ვფიქრობთ, ეკონომიკა მთლიანად უნდა გაიხსნას“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები