LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას, ჩვენი პოლიტიკა მიგვიყვანს სრულ დეოკუპაციამდე

131
BeFunky-collage (10)

აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ მინისტრი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა, დატოვა მძიმე შედეგები.

გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ოკუპაციას არ შეეგუება, ხოლო კონფლიქტის მოგვარების გზად, მშვიდობიან მოლაპარაკებებს ასახელებს.

მისივე განცხადებით, მმართველი ხელისუფლება არის ძალა, რომელიც ქვეყანას მიიყვანს სრულ დეოკუპაციამდე.

“12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას.

ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე – სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე” – წერს გიორგი გახარია “ფეისბუქ” გვერდზე.

12 წელი აგვისტოს ომიდან: “ტკივილის, მოგონების და დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე”

“დღეს საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს” – დავით ზალკალიანი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები