LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია 20 ივნისის მოვლენებზე: „პასუხისმგებელი ვარ, შს მინისტრი მე ვიყავი და ამ ღონისძიებას პირადად ვხელმძღვანელობდი“

156
გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერი და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, იგი 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ამბობს, რომ იმ დროისთვის შს მინისტრი იყო, „ღონისძიებას“ კი თავად ხელმძღვანელობდა.

როგორც მან საკუთარ Youtube არხზე ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, „მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გასცა ბრძანება… საბოლოო ჯამში, ის რაც ხდებოდა, იყო შტურმი სახელმწიფო უწყებაზე, რისი არ დაშვებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო“.

„ცალი თვალი აფხაზეთის ომში, მეორე კი გავრილოვის ღამეს დაკარგა“ – 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ კობა ლეთოდიანს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე მეორედ უთხრა უარი

ექსპრემიერმა 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და თქვა:

20 ივნისის აქციაზე დაზარალებული მაკო გომური საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს 

გომური „პოლიციის შესახებ“ კანონის და შს მინისტრის ბრძანების იმ ნორმების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც სახელმწიფოს სათანადო გარანტიების გარეშე რეზინის ტყვიის გამოყენების უფლებამოსილებას ანიჭებს.

„20 ივნისს იყო დაშვებული შეცდომები. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს იყო აღკვეთა ძალადობრივი შტურმის პარლამენტის შენობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ და თქვა, რომ შტურმის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, რომელმაც  აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და პოლიცია „ერთმანეთს შეატოვა“.

დასმულ კითხვაზე, ხედავდნენ თუ არა საფრთხეს, 20 ივნისს შეკრებილ ხალხს ხელისუფლების რეალურად შეცვლა, გახარიამ დარწმუნებით უპასუხა, რომ „თუ პარლამენტის შენობაზე შტურმი განხორციელდებოდა, ხელისუფლება შეიცვლებოდა“.

ვიდეო: „20-მა ივნისმა დამიტოვა შიშები.. მეშინია ახლომახლო ფოიერვერკი თუ ფეთქდება.. არ შემიძლია ახალ წელს ფანჯრიდან ვიყურო“ – მაკო გომური პოსტტრავმულ პერიოდზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები