LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახანგრძლივებული ხველის 5 მიზეზი –  გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

1104
gogoberidze221

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გახანგრძლივებული ხველის მიზეზებზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა თითოეული მათგანი.

„რა იწვევს გახანგრძლივებულ ხველას? ეს ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ცნობილი ფაქტია, რომ კოვიდი იწვევს ხველას. ომიკრონის ვარიანტს ხველა უფრო ნაკლებად ახლავს და ის მცირე ხანს გრძელდება. რა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთა შემთხვევაში ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს? გახსოვდეთ, რომ თუ ხველა გრძელდება ექვს კვირაზე მეტხანს, მას ჰქვია ქრონიკული. შემთხვევათა 90%-ში მას ოთხი გამომწვევი აქვს. პირველი გამომწვევი არის პოსტნაზალური ჩამონაწვეთი. ამ შემთხვევაში ცხვირის ღრუში არსებული შიგთავსი იღვრება სასუნთქ გზებში და იწვევს ხველას. მეორე მიზეზი, რომელიც ასევე გავრცელებულია, შესაძლოა, იყოს ბრონქული ასთმა ხველის ფორმით. ამ შემთხვევაში ადამიანს არაფერი არ აწუხებს, გარდა იმისა, რომ ახველებს ქრონიკულად. ჩვენ რომ ავაგდოთ მონეტა, შემთხვევათა ნახევარში დიაგნოზი იქნება ბრონქული ასთმა ხველის ვარიანტით. აქ ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ გამოგვადგება.

ქრონიკული ხველის გამომწვევი მესამე მიზეზი შეიძლება იყოს მედიკამენტები. ბევრი ადამიანი სვამს წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს. თუ თქვენ გახველებთ, დააკვირდით მედიკამენტებს. ისინი ხომ არ იწვევენ ხველას?! მეოთხე, ყველაზე საინტერესო მიზეზი არის კუჭის პრობლემა, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამ დროს ხველა გამოხატულია უფრო საღამოს საათებში. როგორც კი თქვენ დაწვებით, მწოლიარე პოზიციაში, კუჭის შიგთავსი უფრო მარტივად შემოვა საყლაპავში და მერე აღმოჩნდება სასუნთქ გზებში. ამიტომ თქვენ გახველებთ საღამოს საათებში, ასევე საკვების მიღების დროსაც. ხველა ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებითაც, როგორიც არის ქორნიკული ბრონქიტი, სარკოიდოზი, ფილტვების სიმსივნე, განსაკუთრებით ასაკოვან მწეველებში –  განაცხადა გიორგი ღოღიბერიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები