საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის წევრები შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებენ. საჯარო სხდომა დღეს 12 საათზე გაიმართება. ინფორმაციას „სემეკი“ ავრცელებს.
სემეკმა 2019 წლის 25 დეკემბერს, ბუნებრივი აირის სექტორში, პირველად, სამწლიანი ტარიფები დაამტკიცა. იმ პერიოდისთვის, შპს „თბილისი ენერჯისთვის” სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა – 46.137 თეთრი. მაშინ კომისიაში განაცხადეს, რომ ტარიფის შენარჩუნება გაზის შესასყიდი ფასის შემცირებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის დეკემბრამდე არ უნდა შეცვლილიყო.