ბრაზილიური „სანტოსი“ განცხადებით გამოვიდა და უარყოფს, რომ „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლეო მესიმ პელეს რეკორდი დაამხო. საუბარია ერთ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობაზე. „სანტოსი“ თავაზობს, რომ ბრაზილიელის მიერ ამხანაგურ მატჩებში გატანილი გოლებიც ჩათვალონ.
„სანტოსის“ განცხადებაში წერია:
„პელემ „სანტოსში“ 1091 გოლი გაიტანა. სპეციალიზირებული პრესის ინფორმაციით, 643 გოლი ოფიციალურ მატჩებში, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში გატანილი კიდევ 448 გოლი უარყვეს თითქოს ამას ნაკლების მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს 448 გოლი სამხრეთ ამერიკის ავტორიტეტულ გუნდებთან შეხვედრებშია გატანილი, ისეთებთან როგორებიც არიან „ამერიკა“ (მექსიკა), „კოლო კოლო“ (ჩილე), „ინტერი“ (ბრაზილია) და სხვები.
ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ 448 გოლების ერთი ნაწილი გატანილია მცირე ან რეგიონალურ გუნდებთან შეხვედრებში. მიუხედავად ამისა, მატჩები ოფიციალური ოქმებით ტარდებოდა. სუბიექტური ხასიათის აღრიცხვა – როგორიცაა მეტოქის სისუტე – არ არის იდეალური სტატისტიკისთვის. ციფრები აბსოლუტურია. „ეიბართან“ გატანილი გოლი სტატისტიკურად ისეთივეა, როგორც „ვალენსიასთან“ გატანილი. გოლი სურინამის „ტრანსვალიას“ კარში ისეთივე ფასეულია, როგორც „რეალთან“ გატანა „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
მესი მეფეზე დიდი გახდა: ლეომ პელეს რეკორდი დაამხო
მესიმ „ბარსელონას“ რიგებში ახლახან 644-ე გოლი გაიტანა და ამით ერთ კლუბის რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით პელეს რეკორდუი გააუმჯობესა.