ლებრონ ჯეიმსმა და მიშელ ობამამ პირდაპირ თეთრ სახლში Mannequin Challenge მოაწყვეს.
ბარაკ ობამამ თავის კაბინეტში დონალდ ტრამპი და „კლივლენდი“ ერთ დღეს მიიღო.
„კავალიერსი“ თეთრ სახლს ნბა-ს ჩემპიონისა და აშშ-ს პრეზიდენტის ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში ესტუმრა. ობამამ ჩემპიონები მაშინვე მიიღო, რაც ოვალური კაბინეტიდან დონალდ ტრამპი გააცილა.
ფორვარდმა კევინ ლავმა მიმავალ პრეზიდენტს „კლივლენდის“ 16-ნომრიანი სახელობითი მაისური აჩუქა.
შეხვედრამდე კი კალათბურთელებმა მიშელ ობამასთან ერთად Mannquin challenge მოაწყვეს.
ფლეშმობი სახელწოდებით #MannequinChallenge ამერიკელმა სკოლის მოსწავლეებმა მოიფიქრეს.
„კლივლენდმა“ გასული სეზონის ნბა მოიგო, როდესაც ფინალში „გოლდენ სტეიტი“ დაამარცხა.
The @Cavs #MannequinChallenge with @FLOTUS at the @WhiteHouse! pic.twitter.com/d85m7JeS41
— NBA (@NBA) November 11, 2016