მსახიობი ნუცა კუხიანიძე, დღეს იუბილარია. მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აგვისტოს ომი გაიხსენა და საზოგადოებას ერთმანეთის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.
“დღეს ჩემი დაბადების დღეა და დღე როდესაც დაიწყო ომი 11 წლის წინ, თუ სამასი , თუ აღარ ვიცი უკვე. სულ ომია და საქართველო სულ იბრძვის თავისუფლებისთვის. ჩემი ყველაზე ახლობლები ეწირებოდნენ და დღემდე ეწირებიან ამ იდეას. 37 წელს ბაბუაჩემი დახვრიტეს, ლევან აბაშიძე 1992 აფხაზეთში დაიღუპა, ბიძაჩემი ნიკუშა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, გულმა ვეღარ გაუძლო იმდენს იბრძოდა, ყველას გვყავს ასეთი ახლობლები, ყველა რეპრესირებულები ვართ, ყველას დამონებას ცდილიბენ, ამ ჩაკეტილ წრეში ჩატოვებას. დღეს რაც ხდება პირდაპირ სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის, ქვეყნის მტრისთვის გადაცემის, დაღუპული გმირების შერაწყოფის და სიბნელის დაამკვიდრების ღია მცდელობაა, ღია კი არა მხოლოდ, საკმაოდ აგრესიული და სამარცხვინო! და დღეს ჩემს დაბადების დღეზე, ვისურვებდი იმას რომ ჩვენ მყარად ვიდგეთ ერთმანეთის გვერდში, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულები, მიუხედავად ყველა პატარ-პატარა უთანხმოებებისა, ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იმ მტრების წინააღმდეგ რომლებიც გარედან თუ შიგნიდან ცდილიბენ ჩვენთვის თავისუფლების წართმევას, მე მჯერა რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ მართლაც გმირს რომელიც დღეს დაუზარელად იბრძვის, როგორც შეუძლია, იბრძვის სინათლისთვის და გვაძლევს მაგალითს, მე მჯერა რომ სინათლე არის სიმართლე და ის აუცილებლად იქნება გამარჯვებული! ამას ვისურვებდი და ამას ველოდები! და როგოც ბიძაჩემი იტყოდა “გაისად შევხვდებით სოხუმში” – წერს ნუცა კუხიანიძე